
რა შეუძლია თავდაჯერებულ და თვალისმომჭრელ ღიმილს? როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ყველაფერი. ასეთი ღიმილი მის მფლობელს სხვებისგან გამოარჩევს და განსაკუთრებული ყურადღების ღირსად აქცევს. სწორი, თეთრი კბილები უსიტყვოდ მეტყველებენ იმაზე, რომ თქვენ წინაშე წარმატებული და აქტიური ადამიანი დგას, რომელსაც შეუძლია საკუთარ თავზე ზრუნვა და ამასთანავე პატივს სცემს გარშემო მყოფებს.









