მთავარი » ფაილები » მედიცინა

რისი ბრალია გულისრევა
2013-05-18, 3:02 PM
 რისი ბრალია გულისრევა
ძლიერი შიში
ემოციურ რეაქციას ხშირად გულისრევა და პირღებინება ახლავს თან. სტრესისგან (არ უნდა საბავშვო ბაღში სიარული), შიშისგან (მშობლები ჩხუბობენ) ან წყენისგან ბავშვი ისე ცუდად ხდება, რომ გულისრევა ეწყება. პირველი დახმარება ასეთ დროს მარტივია: სთხოვეთ პატარას, ისუნთქოს ცხვირ-პირთან მიტანილ ქაღალდის პარკში - მასში დაგროვილი ნახშირორჟანგის ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ამცირებს გულისრევას. გაამეორებინეთ ეს რამდენიმეჯერ, ხოლო თუ გსურთ, ნამდვილად დაეხმაროთ, გაარკვიეთ სტრესის მიზეზი და ეცადეთ, აღმოფხვრათ იგი.

შეჭამა ზედმეტი
გულისრევა და პირღებინება შესაძლოა საჭმლის მომნელებელი სისტემის გადატვირთვის ბრალიც იყოს. ნუ აიძულებთ ბავშვს, ბოლომდე შეჭამოს ულუფა, თუ აღარ უნდა. პირღებინების შემდეგ მდგომარეობის შესამსუბუქებლად გაუკეთეთ მოტკბო-მომჟავო კისელი (წრაწი) - ის გულისრევას მოუხსნის. თუ ასეთი რამ ხშირად ხდება, გირჩევთ, მიმართოთ გასტროენტეროლოგს.

ეს ალერგიაა
ბავშვს ჭამის დამთავრებისთანავე ერევა გული? გამორიცხეთ საკვების აუტანლობა. ის შეიძლება გამოიწვიოს ალერგენების შემცველმა პროდუქტებმა - შოკოლადმა, რძემ, ეგზოტიკურმა ხილმა, ციტრუსმა, კვერცხმა, კაკალმა... აჩვენეთ ბავშვი ალერგოლოგს - იგი მას ანტიჰისტამინურ პრეპარატს შეურჩევს. გულისრევის შეგრძნებას ხსნის სამკურნალო ბალახების ნაყენი. აიღეთ მრავალძარღვა, გვირილა, კამა თანაბარი რაოდენობით, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 20 წუთი, გადაწურეთ. მიეცით ბავშვს თითო სადილის კოვზი ჭამამდე 30 წუთით ადრე დღეში 3-ჯერ 2-3-კვირის განმავლობაში.

ბევრი ირბინა
ბავშვს შესაძლოა აქტიური თამაშების შემდეგაც დაეწყოს გულისრევა. ამ დროს ის გაძლიერებული ოფლიანობის გამო სითხისა და მარილების დაკარგვის ბრალია. როდესაც ბავშვი დარბის და ოფლიანდება, დროდადრო ასვით რამდენიმე ყლუპი წყალი. უმჯობესია მინერალური, არა ცივი! მიაქციეთ ყურადღება იმასაც, რომ ახალნაჭამი, სავსე კუჭით, ფიზიკურად მეტისმეტად არ დაიტვირთოს.

უბრალოდ თავბრუხვევა
პატარებს სუსტი ვესტიბულური აპარატი აქვთ, ამიტომ მგზავროისას თავბრუ ეხვევათ და გული ერევათ. ურჩიეთ ბა­ვ­შვს, მგზავრო­ბის დროს იყუროს პირდაპირ, გვერდითა ფა­ნ­ჯრიდან ნუ გა­ი­ხედავს, თორემ გულისრევა გა­უძლიერდება. მგზავრობის წინ ნურაფერს აჭმევთ - სავსე კუჭზე გულისრევა უიფრო ადვილად განვითარდება.

გამოვრიცხოთ ჭიები
ჭიებით - ჰელმინთებით ინვაზიისას დილაობით, უზმოზე, ბავშვს გულისრევის შეგრძნება შეაწუხებს. ჭიებზე მიანიშნებს ასევე პირიდან უსიამოვნო სუნი, ძილში კბილების კრაჭუნი, ნერწყვით დასველებული ბალიში, ტკივილი ჭიპის ირგვლივ და ა.შ. შესაძლოა, ყველა ეს ნიშანი ერთბაშად არ გამოვლინდეს - რომელიმე მათგანმა იმძლავროს. გირჩევთ, ბავშვი ექიმ პარაზიტოლოგთან მიიყვანოთ გამოკვლევისთვის. მკურნალობასთან ერთად საჭიროა პირადი ჰიგიენის წესების დაცვაც. ასწავლეთ ბავშვს ხელების საპნით ბანა, დაუშალეთ პირში თითებისა თუ სხვა საგნების ჩადება. მანამდე კი უმჯობესია, ბავშვი პირად პედიატრს აჩვენოთ. ის დაწვრილებით გამოიკითხავს დეტალებს, სათანადო გამოკვლევებსაც მოიშველიებს და თქვენთან ერთად დასვამს სწორ დიაგნოზს.
კატეგორია: მედიცინა | დაამატა: mari
ნანახია: 695 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]