მთავარი » ფაილები » სელებრითები

სტატუსები
2013-04-17, 11:48 AM
1. ერთთან იმდენს ლაპარაკობ ვეღარ ჩერდები, მეორესთან სათქმელი არაფერი გაქვს.

2. კატასტროფულად მცირდება იმ ადამიანთა სია, ვისი ნახვაც გულწრფელად მიხარია.

3. საზოგადოებრივი აზრი საინტერესოა მაგრამ მე ჩემი უფრო მომწონს.

4. ადამიანს თუ შენთან დარჩენა უნდა მიზეზს ყოველთვის მონახავს.

5. ყველა თავისი ცხოვრების პატრონია, როგორი მეპატრონეც ყავთ ისეთია მათი ცხოვრებაც.

6. უნდა იგრძნონ თუ როგორ უყვართ და არა მოისმინონ.

7. შენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობ და თუ ყველაფერს სწორად აკეთებ ეს ერთხელაც საკმარისია.

8. უცნაური ადამიანები არიან, თვითონ იტყუებიან და სხვისგან სიმართლეს მოითხოვენ.

9. ძალიან ძნელია შენში შეინახო სითბო მაშინ, როდესაც გულგრილად ყოფნა უფრო ადვილი და მოსახერხებელია.

10. ისინი ეჭვიანობენ ვინც სიყვარულში დარწმუნებული არ არიან.

11. დაშორება ძნელი არაა, ძნელი იმ დღეების გადატანაა როცა ერთად აღარ იქნებით.

12. რაც უფრო მეტად გინდა, რომ გქონდეს სიყვარული, მით მეტია მისი ილუზია.

13. საშინელი შეგრძნებაა როდესაც ძალიან გინდა მიწერო , მაგრამ ეჭვი გეპარება უნდა თუ არა მას.

14. მიყვარს მზრუნველი, მოსიყვარულე, ერთგული, საიმედო მამაკაცები... საერთოდაც მიყვარს ფანტასტიკა ))

15. ცხოვრებაც ინტერნეტს გავს, დიდი არაფერი ხდება, მაგრამ წასვლაც არ გინდა იქიდან.

16. ძნელი არაა წახვიდე და კარები გაიჯახუნო, ძნელია უკან დაბრუნდე და კარებზე ფრთხილად დაკაკუნო.

17. ყველას ყავს ერთი ადამიანი ვისთანაც სიხარულით ბრუნდება ყოველთვის.

18. არიან კაცები რომლებიც ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ, ლაპარაკობენ და არიან კაცები, რომლებიც ზედმეტი ლაპარაკის გარეშე თავის ხელში იღებენ სიტუაციას და ბედნიერს ხდიან ქალს.

19. ყველაზე ძლიერი შიშია, როდესაც გეშინია გახდე ზედმეტი იმ ადამიანის ცხოვრებაში, ვინც ყველაზე ძვირფასია შენთვის.

20. არიან ისეთი ადამიანები, ვისთან საუბრის შემდეგაც სულში ძალიან თბილა და ცხოვრებაც სულ სხვანაირად გეჩვენება. 
კატეგორია: სელებრითები | დაამატა: mari
ნანახია: 536 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]