მთავარი » ფაილები » სელებრითები

Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret
2013-04-14, 8:49 PM
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

ცნობილი ავსტრალიელი სუპერმოდელი, მირანდა კერი უკვე რამოდენიმე წელია ქალის თეთრეულისა და ტანსაცმლის მწარმოებელი ამერიკული კომპანიის, Victoria's Secret-ის ანგელოზია და წარმატებით აგრძელებს მოღვაწეობას მოდის ინდუსტრიაში. ის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი მოდელია. 2011 წელს სწორედ მირანდამ მოირგო ვიქტორია სიკრეტის 2,5 მილიონად ღირებული ბიუსჰალტერი. სულ ცოტა ხნის წინ კი, ამერიკელ პრესაში გავრცელდა ხმები, რომ მირანდა კერიმ ვიქტორია სიკრეტთან ერთ მილიონიანი (£652,000) კონტრაქტი გაწყვიტა. ჭორები მოდელის ბრენდიდან წასვლის შესახებ ამერიკული ჟურნალის, US Weekly–ის სტატიამ განამტკიცა, რომელიც წერდა, რომ მირანდა კერი აღარ იმუშავებდა ალესანდრა ამბროსიოს, ადრიანა ლიმას, ქენდის სვეინპოლის და სხვა ცნობილი მოდელების გვერდით, რადგან მასთან მუშაობა რთული იყო, ხშირად აგვიანებდა გადაღებებზე და რომ სხვა მოდელებისგან განსხვავებით, მირანდამ ვერ შეძლო დიდი რაოდენობით გაეყიდა კომპანიის მიერ წარმოებული საქონელი: "მირანდამ ვერ შეძლო ბრენდისთვის დიდი შემოსავლის მოტანა."– წერს ჟურნალი. 
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

ეს ჭორები უმალვე უარყო ვიქტორია სიკრეტის მარკეტინგის მენეჯერმა, Ed Razek–მა და განაცხადა, რომ მას მშვენივრად ესმის თუ რა ვალდებულებები ეკისრება მირანდას საკუთარი ოჯახისადმი. "მირანდა კერი არის ერთ–ერთი საუკეთესო და პოპულარული მოდელი მოდის ისტორიაში. გავრცელებული ჭორები, მირანდას ვიქტორია სიკრეტიდან წასვლის შესახებ უბრალოდ ტყუილია. ჩვენ არ გვსურს შევწყვიტოთ თანამშრომლობა მასთან. ფაქტობრივად, მე უკვე გავუგზავნე მას მოწვევა Victoria's Secret Fashion Show-ზე გამოსასვლელად, რაზეც ის უკვე დაგვთანხმდა." - განაცხადა Ed Razek–მა. ასე, რომ მირანდა კერი კვლავ რჩება ბრენდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახედ და სავარაუდოდ სულ მალე წარადგენს Victoria's Secret-ის ახალ კატალოგს.


გადავხედოთ მირანდა კერის ლუქებს Victoria's Secret Fashion Show-ზე 2006-დან 2012-წლამდე.

2006
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

2007
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

2008
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

2009
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

2011
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

2012
Miranda Kerr Not Leaving Victoria’s Secret

კატეგორია: სელებრითები | დაამატა: ნიკა | ტეგები: Miranda Kerr Not Leaving Victoria’s
ნანახია: 463 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]