მთავარი » ფაილები » სელებრითები

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი
2013-04-14, 10:38 PM
ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

"კოკო შანელის ცხოვრებიდან.."

"მოდა ჭკნება, მხოლოდ სტილი რჩება იგივე” - ეს სიტყვები ლეგენდარულ დიზაინერს კოკო შანელს ეკუთვნის.ელეგანტური სისადავე– სტილი, რომელიც არასდროს გადადის მოდიდან. ეს კოკო შანელის სტილია, რომელმაც ქალი მოხერხებულ შარვალში გამოაწყო და ქალურისა და მამაკაცურის შეხამება ასწავლა.ლეგენდარული კოკო შანელი უკვე წლებია, რაც თაობების იდეალად რჩება. მსოფლიოში ცნობილმა მადმუაზელმა, თავისი 87 წლიანი ცხოვრების განმავლობაში, ქალბატონებს უზადო ჩაცმის სტილი, შანელის სუნამოს განუმეორებელი არომატი, მოდის სახლი და შეუფასებელი რჩევები უსახსოვრა, რომელთა უმეტესობაც, დროთა განმავლობაში ერთგვარ აფორიზმებადაც კი იქცა!კოკო შანელი – რეალური, სიცოცხლით სავსე ქალი, თუმცა ყოველთვის იდუმალი და უცნაური. საკუთარ თავზე მუდამ ქმნიდა მითებს, რომელთა საიდუმლო ცხოვრების ბოლომდე არ გაუხსნია. მალავდა ასაკს, დაბადების ადგილს, მშობლებს, ოჯახურ წარმომავლობას, განათლებას, რომელიც მას არც ჰქონია, ასევე, მამაკაცებთან თუ ქალებთან ურთიერთობას, რომელნიც მუდმივად ჰყავდა.შანელს მხოლოდ ერთი რამ სურდა – ეჩვენებინა ყველასათვის, რომ ის ახალი საუკუნის ქალია, კაცობრიობას კი ემანსიპირებული ქალბატონის იდეას ჩუქნიდა. თავდაპირველად, ბევრს ლაპარაკობდა თავის ბურჟუაზიულ ოჯახზე, აღზრდაზე, შეხვედრებზე, ბრწყინვალე ბავშვობაზე, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ეს ყველაფერი სიცრუე იყო...

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

იგი 1883 წლის ზაფხულის მზიან დღეს, 19 აგვისტოს დაიბადა. მისი ბავშვიბის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი. მხოლოდ ცნობილია, რომ დედა ხშირად ავადმყოფობდა და მალე გარდაიცვალა. ბავშვების აღზრდაზე მამამ უარი თქვა და ამიტომ მიაბარეს ბავშვთა სახლში, სადაც ის გაიზარდა და ისწავლა კერვა. ის ბაზრის მოვაჭრის ქალიშვილი გახლდათ, მამამისი წინდებით ვაჭრობდა, დედა – ბოსტნეულით. კოკოს, რომელსაც ბავშვობაში გაბრიელს ეძახდნენ, არანაირი კავშირის არ ჰქონია არც კულტურასთან, არც ხელოვნებასთან, ყველაფერი, რაც შემდგომ შანელმა შექმნა, მხოლოდ მისი ნიჭის და თვითგანათლების დამსახურება იყო.შანელი ქორწინების გარეშე იყო დაბადებული. მამამისი სვამდა. მას რამდენიმე ძმა და და ჰყავდა, რომელთა შესახებაც არასოდეს საუბრობდა. სურდა ყოფილიყო ერთი, უნიკალური კოკო შანელი და ასეც შევიდა ისტორიაში – როგორც უნიკალური ქალი.ბაზარი, სადაც მისი მშობლები ვაჭრობდნენ, იყო გლეხური, სადა და უბრალო. სოფლის სახლებიც ასეთივე მარტივი და კოპწია. ეს უბრალოება, ფორმების სისუფთავე და მოკრძალებულ ფერთა გამა, შემდგომ მის შემოქმედებაში აისახა. ხუთი წლის ასაკში კოკოს დედა გარდაეცვალა, მამამ კი ბავშვები მაშინვე მიატოვა. კოკო და მისი დები ბავშვთა სახლში მიაბარეს.დაწესებულება, სადაც კოკო გაიზარდა, იყო ძალიან მკაცრი, ეს სიკაცრე აისახებოდა როგორც შენობის არქიტექტურაში, ისე აღსაზრდელების ტანისამოსში. ამ ტანისამოსის ელემენტი იყო მოკლე, შავი კაბა. შემდგომ კოკო შანელმა ეს კაბა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში დანერგა, გახადა აქტუალური და მოდური. გენიალურმა ქალმა მთელი მსოფლიო თავისი ბავშვობის ტანისამოსით შემოსა.

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

20 წლის ასაკში კოკო შანელი წამოვიდა ბავშვთა სახლიდან და დაიწყო მუშაობა ტრიკოტაჟის მაღაზიაში ქალაქ მულენში. პარალელურად საღამოობით მღეროდა ერთ–ერთ კაფეში. იგი ხშირად ასრულებდა ერთ სიმღერას, საიდანაც მოდის მეტსახელი „კოკო''ბავშვთა სახლიდან გამოსვლის შემდეგ, მას არანაირი პროფესია არ ჰქონდა. იცოდა მხოლოდ კერვა, რომელსაც ბავშთვა სახლში მცხოვრებ ყველა გოგონას ასწავლიდნენ. თუმცა, ამან შესაძლებლობა მისცა, ქალაქ მულენში, პატარა მაღაზიაში, მუშაობა დაეწყო. თავდაპირველად, მყიდველებისთვის ხალათებს, წინსაფრებს კერავდა, სამოსს ჯიბეებს აკერებდა. ასე თანდათანობით მას კლიენტები გამოუჩნდა, მაგრამ მოდამდე ჯერ ძალიან შორს იყო.მსოფლიო მოდის მომავალი კანონმდებელი ძალიან ბევრს და თავგამოდებით მუშაობდა. მიაღწია იმას, რომ პატარა ბინისათვის ფული შეაგროვა. ის ქუჩა, სადაც მაშინ კოკო ცხოვრობდა, დღეს მისი სახელობისაა.კოკო იმ პერიოდის გოგონას კვალობაზე არც ისე ლამაზად გამოიყურებოდა. იყო ძალიან გამხდარი, არ ჰქონდა ისეთი ფორმები, რომ კორსეტები ეტარებინა. მიუხედავად ამისა, მან მამაკაცების მოხიბვლა იმთავითვე შეძლო. პირველი მამაკაცი, რომელიც მასთან გადასახლდა, კავალერისტი ეტიენ ბალზენი იყო, ობოლი ახალგაზრდა, თუმცა მდიდარი ოჯახიდან. სწორედ მისი საშუალებით დაინტერესდა შანელი სხვა სამყაროთი – პარიზით. პარიზში კოკო არასოდეს იყო ნამყოფი. არ იცოდა რა იყო თეატრი, კაბარე, ვარიეტე. ერთ დღესაც შანელმა სხვა მამაკაცი, ბოი კეპელი გაიცნო,მიატოვა შეყვარებული და ბოისთან ერთად პარიზში გაემგზავრა. კაფეში გაიცნო ახალგაზრდა ოფიცერი ეთენ ბალზანი,რომელიც იყო ტექსტილის მწარმოებელთა დინასტიის შთამომავალი. 3 წელი ისინი ცხოვრობდნენ ბალზანის სასახლეში. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო შანელმა საკუთარი ტანსაცმლის და ქუდების მოდელების შექმნა და ექსპერიმენტები. (მიაჩნდა, რომ მაშინდელი მაღალი საზოგადოების ქალების ტანისამოსი ძალიან რთული და ძნელად სატარებელი იყო).მალე კოკომ გაიცნო ახალგაზრდა ინგლისელი არტურ კაპელი და მასთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად პარიზში. არტურის ფინანსური დახმარებით 1910 წელს შანელმა პარიზში გახსნა თავისი პირველი ქუდების ატელიე, რომელმაც ძალიან მალე მოიპოვა პოპულარიბა პარიზის მაღალ წრეებში. 1913 წელს იხსნება შანელის მეორე მაღაზია, ხოლო 1919 წელს იგი იწყებს ქალის ტანსაცმლის მოდელების შექმნას ჯერსის ნაჭრისგან, რომელიც მანამდე გამოიყენებოდა მხოლოდ მამაკაცის სამოსისთვის. 

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

მან პირველმა შემოიტანა ქალებისთვის ტანისამოსის თავისუფალი სტილი, რითაც გაანთავისუფლა ქალები მკვეთრად შემოჭერილი ტანისამოსისგან, შექმნა შარვლის მოდელები მანდილოსნებისთვის. მას მოსწონდა ეს სტილი. 1917 წელს მოკლედ შეიჭრა თმები და ამით საფუძლელი დაუდო ქალის მოკლე ვარცხნილობებს.1919 წელს არტურ კაპელი მოულოდნელად იღუპება ავტოკატასტროფაში, რაც უდიდესი ტრაგედიაა შანელისთვის. ამ პერიოდიდან იწყება შანელის ცნობილი მოკლე შავი კაბების პერიოდი. მას არ ქონდა უფლება ტრაურის ტარების, რადგან არ იყო არტურის ოფიციალური მეუღლე. ბოროტი ხმები იმასაც ამბობდნენ, რომ შავი ფერი შანელმა იმისთვის შემოიტანა, რომ პარიზის ცნობილ ქალებს ტრაურში ეტარებინა. ასეა თუ ისე, ეს ფერი შემოდის იმ პერიოდის მოდაში.უამრავი თაყვანისმცემლების მიუხედავად, რომლებიც შანელს შემდეგ ჰყავდა, მას არ ყოლია არც მეუღლე და არც შვილები. იმ დროის მოდა კოკოს საერთოდ არ უხდებოდა. 1900–იანების კუტურიეები კერავდნენ დიდ კაბებს, ფართო მკლავებით, კორსეტებს – ეს ყველაფერი შანელისათვის ძალიან რთული იყო. ჯერ ერთი იმიტომ, რომ საამისოდ ფული არ ჰყოფნიდა და მეორეც იმიტომ, რომ მისი აღნაგობისათვის მოუხერხებელი იყო.ძვირფას სამოსს ვერ ყიდულობდა, ხოლო საყვარლები მუდმივად ძუნწები ჰყავდა და მასზე ფულს არ ხარჯავდნენ.ამიტომ კოკო, სამოსს თავად იკერავდა. სწორედ ამ დროიდან დაიწყო კოკო შანელმა სამოსში ახალი, თავისებური ელემენტების შემოტანა. ეს ელემენტი კი პირველ რიგში სისადავაე იყო.

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

1920 წელს იგი ხვდება ცნობილ გენიალური ქიმიკოს–პარფიუმერის ერნესტ ბოს და დაძაბული ერთობლივი მუშაობის შედეგად ქმნიან 80 კომპონენტისგან შემდგარი ცნობილი „სუნამო ქალებისთვის ქალის სურნელით" Chanel №5.,რომელიც დღესაც გამორჩეულია სუნამოებს შორის თავისი სურნელით.შანელს ძალიან უყვარდა მამაკაცის ტანსაცმელი. ის ბისექსუალი იყო, თუმცა ამას მალავდა. უყვარდა მამაკაცის ნივთებიც. მაგრამ ეს ეპოქა კოკოსი არ იყო. ის პოლ პუარეს, პაკენს, მარიანო ფორტუნის ეკუთვნოდა. მათთან კონკურენცია შანელისთვის თითქოს რთული უნდა ყოფილიყო. კოკო მალე დაინტერესდა მაღალ მოდაში მიღწევებით და აქედან დაიწყო მისი აღზევება მოდის სამყაროში. გენიალურ ქალს დასწყისიდანვე კარგად ეხერხებოდა კლიენტების მოძებნა. პირველი ბუტიკის პარიზში გახსნაში მას საყვარელი – ბოი კაპალი დაეხმარა. ბუტიკში შლაპები იყიდებოდა.შემდეგ გამოჩნდა კიდევ მეორე ბუტიკი დოვილში, პლაჟის კოსტუმებისთვის. ასე თანდათანობით, მუდმივად შავებში გამოწყობილი ქალი, მსოფლიო მოდის მეამობოხედ იქცა.კოკო შანელი პირველი იყო ვინც კორსეტი უარყო, ჩაიცვა შარვალი და შალის ნაქსოვი პულივერ-სვიტერი. პირველმა გამოიყენა ტრიკოტაჟი და იაფფასიანი სამკაულები (ხელოვნური მარგალიტები, ძეწკვები და სხვა, რომელსაც შემდგომში ბიჟუტერია ეწოდა), მოკლედ შეიჭრა თმა და მზით გარუჯული გამოჩნდა საზოგადოებაში. მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში მან ინოვაციური ტენდენციები შემოიტანა, რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნის შემდეგაც ინარჩუნებს პოპულარობას. 

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

[ამონარიდები მისი ავტობიოგრაფიული წიგნიდან]

ერთი რამ ვიცოდი: უნდა მიმეღწია დამოუკიდებლობისთვის, დამოუკიდებლობა კი ფულია.
ეტიენ ბალსანისთვის ინტუიციას არ უმტყუნია, ერთ დღეს მან მითხრა:


- შვებულებაში გავდივარ. აგარაკზე წავალ, იქ თითქმის დასრულდა სახლის რემონტი. ცხენებს მოვაშენებ და დოღისთვის მოვამზადებ..

- ეტიენ, მასწავლებელი არ გჭირდება?

- პატარა კოკოს ჩემთან ერთად წამოსვლა სურს? წავიდეთ!

მან თან წამიყვანა. არავის ესმოდა რა ხდებოდა. ვფიქრობ, არც თავად მას, შესაძლოა, უბრალოდ წამოსცდა?


ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

ტიენი კარგი საყვარელი აღმოჩნდა, საკმაოდ გულუხვი ადამიანიც, თუმცა მასაც და იმ ადამიანებსაც, რომლებიც მის გარშემო იყვნენ, მე არაფერში ვჭირდებოდი. უაიოში ყველა თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა, ჩემი ცხოვრებით კი - არავინ. მე ყველაფერი მქონდა: დიდი ნათელი ოთახი, პირადი აბაზანა, მოსამსახურე, საკვები, სასმელი, გასართობი...საკმაოდ სწრაფად გაირკვა, რომ არაფრის კეთება - მძიმე შრომაა, მე ამის ძალა არ შემწევდა. მეურნეობის მართვას ეტიენი სრულიად სამართლიანად არ მანდობდა, არც მე მივისწრაფვოდი ამისკენ. მხოლოდ ისღა მრჩებოდა, რომ ჯირითის დროს მისი მხიარული კამპანიით დავმტკბარიყავი, თუმცა ეტიენმა ჩემი მთავარი პრობლემა არ იცოდა: მე ჯირითისთვის შესაფერისი ტანისამოსი არ მქონდა. ბალსანს არაფერს ვთხოვდი, ვიდრე ჩემი საკუთარი ერთი ფრანკი მაინც გამაჩნდა. თუ ქალის უნაგირზე დასაჯდომად ამორძალის სამოსი და ქუდი მჭირდებოდა, რომლის შეძენის შესაძლებლობაც არ მქონდა და რომელიც ჩემს სხეულს ისე მოერგებოდა, როგორც ბრილიანტის ყელსაბამი თხას, ე.ი. მამაკაცის უნაგირით ჯირითი უნდა მესწავლა.

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

.მაქმანებით, ფუშფუშებით, ბუმბულებითა და მსგავსი სისულელეებით გაწყობილი ქალის სამოსი განსაკუთრებით არ მიხდებოდა. თუ არ გიხდება ის, რასაც ყველა ატარებს, განა ეს არ გაძლევს იმის საფუძველს, რომ მოდა შეცვალო? ვინაიდან იმის შესაძლებლობა არ მქონდა, რომ ძვირფასი სამოსი მეტარებინა, სხვები მივაჩვიე ეტარებინათ ის, რაც მე მიხდებოდა!

ერთ დღეს ჩემი მაღაზიის გახსნის იდეა გამიჩნდა. ზუსტად ვიცოდი, რომ ამით ფულის შოვნა შეიძლებოდა. ბალსანის ბინა, რომელიც პარიზის პრესტიჟულ რაიონში მდებარეობდა, ქუდების სახელოსნოსთვის სრულიად შესაფერისი გამოდგა.


ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი
კოკო შანელის იდეოლოგია მოდის ინდუსტრიაშია

. დიდი სათვალე.

. ქალბატონის შარვალი;

. მოკლე ვარცხნილობა;

. პატარა ელეგანტური ქუდები;

. გარუჯული კანით სიარული;

.კოკო შანელმა შემოიღო ჯაჭვისსახელურიანი ხელჩანთა;

. ხელოვნური მარგალიტი და საერთოდ ბიჟუტერია აქცია მოდურად;

. უნიკალური ””პატარა შავი კაბა” და საერთოდ შავი ფერი გახადა აქტუალური;



ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი
[რჩევები კოკო შანელისგან]

ფუფუნება უნდა იყოს კოფორტული- წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ფუფუნება არ არის ეს იყო ძირითადი მიზეზი იმისა, რომ შანელის დღისა და საღამოს კაბები ისე იყო შექმნილი, რომ ქალებს მათი ტარებისას, უხერხულობა არ ეგრძნოთ. დაბალი ქუსლები, უსახელო მაისურები და ელასტიკური ჟაკეტები - ყველაფერი ეს მხოლოდ იმისთვის შეიქმნა, რომ ქალებს თავი კომფორტულად ეგრძნოთ. კოკოსთვის ყოველთვის პრიორიტეტული იყო თავისი კლიენტების ცხოვრების სტილი და მათთვის გამოსადეგი სამოსის შექმნა. ის არასოდეს ქმნიდა მოდას, მხოლოდ მოდისთვის. "ყოველთვის ეძებეთ ქალი, კაბის ქვეშ - არ არის კაბა, არ არის ქალიც", - ამბობდა შანელი.

ერთიანი კაბა მუხლამდე, რომელიც ფარავს ნაკლს კოკომ განიხილა ქალის ნაკლი და ამის მიხედვით შექმნა კალთებიანი ბოლო ბიზნესლედებისთვის. ისინი ძირითადად სწორი, მჭიდრო და საკმაოდ ელეგანტური იყო.

იდეალური სამოსი მამაკაცურსა და ქალურ დეტალებს უნდა აერთიანებდეს 1920 წელს კოკო შანელმა ახალი სტილი დანერგა. ეს იყო ქალი - მოკლე ვარცხნილობით, მამაკაცური სილუეტითა და ავხორცობით სავსე, რომელიც საოცრად პოპულარული გახდა. მეზღვაურის პერანგი, პოლოს მოთამაშეთა სვიტერი, მამაკაცური ქურთუკები და წინდები. კოკო შანელი არ ერიდებოდა მათ ჩაცმას და ამასთან, ყველაფერს ძვირფასი სამკაულებით აფორმებდა. 

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

.ელეგანტური ფეხსაცმელი ორ ფერს უნდა შეიცავდეს ცნობილია, რომ კოკო შანელი ფერთა გამაში მხოლოდ შავსა და თეთრს აღიარებდა. დიზაინერი აღმერთებდა ამ ორი ფერის შერწყმას. სწორედ შანელმა შექმნა ცნობილი ფეხსაცმლის მოდელი - ლაქის საზაფხულო ფეხსაცმელი თეთრი ყელითა და შავი ძირით. ის მიიჩნევდა, რომ ასეთი ფეხსაცმელი ქალს უფრო სექსუალურს აჩენს და ამასთან, ტერფის სიგრძეს ვიზუალური ეფექტის მეშვეობით ფარავს. ამასთან, კოკოს აზრით, ასეთი, თუნდაც დაბალქუსლიანი ფეხსაცმლი, ნებისმიერ სამოსს იდეალურად ეხამება.


აქსესუარი უნდა იყოს ბევრი - რაც მეტი, მით უკეთესი. კოკო შანელი გიჟდებოდა აქსესუარებზე. მას სამკაულებში საოცრად დიდი თანხის გადახდაც შეეძლო. კოკო პირველი იყო, რომელმაც ერთად გაიკეთა ბიჟუტერია და ძვირფასი სამკაულები. ის იშვიათად ჩნდებოდა საზოგადოებაში მარგალიტების, ლალისა და ზურმუხტის მძივების, ბროშების (რაც მის საფირმო ნიშნად ითვლება), შლაპებისა და ბერეტების გარეშე. მაშინაც კი, როდესაც მას უბრალო, მამაკაცის თეთრი პერანგი ეცვა, კოკო აუცილებლად ირგებდა რაიმე თვალისმომჭრელ სამკაულს.

პიჯაკი უნდა იყოს მჩატე, როგორც ჟაკეტი. 1925 წელს კოკო შანელმა მჩატე პიჯაკების სერია შექმნა, რომელიც ქალის სილუეტს უსვამდა ხაზს და ამასთან ძალიან კომფორტული იყო. ტრადიციული პიჯაკების მაგივრად, რომელსაც საკმაოდ უხეში ფორმა ჰქონდა, შანელმა ქალებს ნაზი აბრეშუმის ქსოვილისგან შექმნილი, ვიწრო, გრძელმკლავიანი დიზაინი შესთავაზა. ასეთი პიჯაკი არ ზღუდავს ჟესტებს. კოკომდე ქალებს ძალდატანების გარეშე ტაქსის გაჩერებაც კი უძნელდებოდათ. ამბობენ, შანელის მიერ შექმნილი ასეთი პიჯაკების ორიგინალები დღემდე არსებობს. ისინი მეორად ბაზრობებზე, ძალიან იაფად იყიდება

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

პატივისცემა შავ კაბებს - შანელმა 1926 წელს ნამდვილი საჩუქარი გაუკეთა ქალბატონებს. მას სურდა, შეექმნა კაბა, რომელიც იქნებოდა მრავალმხრივ იდეალური. ადრე შავი ითვლებოდა გლოვის ფერად, დღეს კი გახდა კლასიკური და თანამედროვე.

შარვალი ქალს ათავისუფლებს კოკომ პირველად მოირგო შარვალი იმ დროს, როდესაც ქალებს გრძელი ქვედაბოლო ერჩივნათ. სულ მალე მსოფლიოს ქალებმა აღიარეს, რომ შარვალი ძალიან კომფორტული და მოდური სამოსია. ახლა ეს ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ სწორედ კოკო შანელმა მისცა ქალებს სწრაფი სიარულისა და კომფორტულად ჯდომის საშუალება. ყოველდღიურად კოკო ვიწრო ჯინსებსა და კლასიკურ ჯემპერში გამოწყობილი დადიოდა, ხოლო წვეულებებსა და საღამოებზე ის განიერ შარვლებს ირგებდა. სწორედ ისეთს, როგორსაც მოგვიანებით მარლენ დიტრიხი ატარებდა.

. ელეგანტური ფეხსაცმლის ორი ფერი - შანელმა შექმნა კომბინაცია შავის და თეთრის. მას ეკუთვნის ცნობილი შავი და თეთრი სანდლები. კოკო მიიჩნევდა, რომ ასეთი ფეხსაცმელი ქალის სახეს აჩენს უფრო სექსუალურს.

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

დიდება ეს არის მარტოობა. 

ძალიან ძვირფასი სამოსი აბერებს. 

მოდა შემოდის, სტილი რჩება.

მოდა არის ის, რაც გადადის მოდიდან.

. 50 წლის მერე, სათვალავში უკვე დღეებია. 

აი თურმე რა ყოფილა აღიარება: სიმარტოვე!

ძალზე ძვირადღრებული სამოსი აბერებს.

ხელებს ნუ ჩამოუშვებთ, ყველაფერი ხომ ჩვენ ხელთაა! 

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

ძნელია გაუფუჭო ხასიათი ღია ფერებში ჩაცმულ ქალს.

ყველა ქალს ის ასაკი გააჩნია, რასაც იმსახურებს.

არ არსებობენ ულამაზო ქალები, არსებობენ ზარმაცები.

აქსესუარების შერჩევისას, მოიხსენით ის, რაც უკანასკნელი მოირგეთ.

რაც უფრო ცუდად აქვს ქალს საქმე, მით უფრო უკეთესად უნდა გამოიყურებოდეს.

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

ქალი, რომელიც კოსმეტიკას არ ხმარობს, ძალიან მაღალი წარმოდგენისაა საკუთარ თავზე.

„როდესაც ქალს იდუმალებას უბრუნებ, ამასთან ერთად შენ მას ახალგაზრდობასაც უბრუნებ."

სიბერე არ გიცავს სიყვარულისგან, სიყვარული კი გიცავს სიბერისგან.

არსებობენ მდიდარი ადამიანები და ადამიანები, რომელთაც აქვთ ფული.

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

თუკი უფრთებოდ დაიბადეთ, ნუ შეუშლით ხელს მათ ზრდას.

სად უნდა წავისვათ კოსმეტიკა? იქ, სადაც გინდათ რომ გაკოცონ.

ჭეშმარიტი ხელგაშლილობა უმადურობის არშემჩნევაში მდგომარეობს.

მოდა არქიტექტურას ჰგავს: მთელი საქმე პროპორციებშია.

სად გამოვიყენოთ კოსმეტიკა? - სად გსურთ რომ გეამბორონ? 

ახალგაზრდული მოდა პლეონაზმია - სიბერეში კი ის საერთოდ არ არსებობს. 

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

მე მომწონს, როდესაც მოდა ქუჩაში გადის და არა _ შემოდის ქუჩიდან. 

მოდა არქიტექტურას ჰგავს _ პროპორციების საქმეა რა... 

მოდა აღარ არსებობს, ის რამდენიმე ასეული ადამიანისთვის იქმნება. 

ყველაფერი ჩვენს ხელშია, ამიტომაც, ისინი არასდროს უნდა დავუშვათ!

„ქალი უნდა იყოს ორი: ერთი, ვინც არის ის და მეორე, ვინც სურს,რომ იყოს" 

„დანაშაულის გრძნობა ყველაზე უფრო მტკივნეული კომპანიონია სიკვდილისას."

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელილეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

„მოდურად ჩაცმა ძალზე იოლია, კარგად და გემოვნებით ჩაცმა კი რთული" 

„ტანსაცმელი კარგად მორგებული უნდა იყოს და ესადაგებოდეს თქვენს ხასიათს"

სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, სამაგიეროდ, სიყვარული გვიცავს სიბერისგან.

არსებობს დრო მუშაობისთვის და დრო სიყვარულისთვის. სხვა რამეზე დრო აღარ რჩება.

მიყვარს, როდესაც მოდა ქუჩში გადის, მაგრამ არ ვუშვებ, რომ ის იქიდან შემოვიდეს.

სენ–ლორანს შესანიშნავი გემოვნება აქვს. რაც მეტად მბაძავს, მით უფრო ხვეწს მას.

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

იმისათვის რომ იყო შეუცვლელი, საკუთარი თავი ხშირად უნდა ცვალო. 

არ ვიცი, რატომ ითხოვენ ქალები ყველაფერს, რაც მამაკაცებს გააჩნიათ. ქალებს ხომ ყველაფერთან ერთად მამაკაცებიც ჰყავთ.

თუკი რომელიმე ქალის სილამაზემ მოგაჯადოვათ, მაგრამ ვერ იხსენებთ, თუ რა ეცვა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას იდეალურად ეცვა.

თუ რომელიმე ქალბატონმა სილამაზით მოგხიბლათ, მაგრამ ვერ იხსენებთ როგორ ეცვა, ესე იგი, ის იდეალურად იყო შემოსილი. 

მოერიდეთ ზედმეტ ორიგინალურობას, ქალბატონთა მოდაში ამას ზოგჯერ მასკარადამდე მივყავართ.

თქვენი სახე ოცი წლის ასაკში ბუნებამ მოგანიჭათ, თუ როგორს გახდით მას 50 წლისას, თქვენზეა დამოკიდებული. 

ყოველი ქალბატონი კონკრეტულ ასაკში ისე გამოიყურება როგორც იმსახურებს. 

”სიყვარულში ბოლომდე ვიხარჯებოდი, მაგრამ როცა მამაკაცსა და კაბებს შორის არჩევანზე მიდგებოდა საქმე, მე კაბებს ვირჩევდი” • ”თუ ქალი ლამაზი არ არის, ესე იგი სულელია” 

”სუნამო უხილავი, მაგრამ დაუვიწყარი მოდური აქსესუარია. ის ქალის მოახლოებას გვამცნობს და მის შესახებ მოგონებას გვიტოვებს, როდესაც ის მიდის” ”ქუდები ქალისგან ნამდვილ ლედის ქმნიან” 

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

„იმისათვის, რომ იყო შეუცვლელი, იყავი ყოველთვის განსხვავებული."

”ქალს არაფრისგან შეუძლია შექმნას სამი რამ: ოჯახური სკანდალი, სალათი და ქუდი" 

„თუ ქალმა იცის, რომ კაცები პატარა ბავშვებივით არიან, მაშინ მან იცის ყველაფერი." 


„მოძებნეთ ქალი კაბაში. თუ იქ არ არის ქალი, მაშინ არც ეს ყოფილა კაბა." 

”ღამის თევა საკუთარი თავის არდაზოგვას ნიშნავს, პირადად მე 12 საათის შემდეგ, ძილის გარდა არაფერი მაინტერესებს 

”თუ ქალის სილამაზემ გაგაოგნათ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ, რა ეცვა მას, ესე იგი, ის იდეალურად იყო ჩაცმული” 

„მოდა ეს არ არის რაღაც, რაც მხოლოდ კაბებშია. მოდა ცაშია, ქუჩაშია. მოდა იდეებით კეთდება, ჩვენი ცხოვრების მიხედვით თუ რა ხდება..."

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

„არის დროს საყვარელი საქმის კეთებისათვის და დრო საყვარელი ადამიანისათვის. ამ ორის გარდა აღარაფრისათვის რჩება დრო."

დაინდეთ თავი, თქვენივე თავის გულისთვის. დაინდეთ საკუთარი ყურები, თვალები, დაინდეთ თქვენი გონება და აზრები. რა უნდა ნახოთ ან გაგიგონოთ შუაღამის შემდეგ ისეთი, რაც იქნება უფრო ფასეული და სასარგებლო ვიდრე თქვენი ძილია? ეს ყველაფერი თქვენ ხომ, შეიძლება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ათასჯერ გაქვთ ნანახი და მოსმენილი".

ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელილეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

როგორც არ უნდა ატრიალო, ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში არის მხოლოდ ერთადერთი ქალი, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილებია".

„ქალები, როგორც წესი, ბევრად უფრო დაკვირვებით ირჩევენ თავიანთთვის ღამის პერანგს, ვიდრე ქმარს".

როცა მოწყენილი ვარ, თავს მოხუცად ვგრძნობ და თუ თქვენ ახლავე თავს არ გამანებებთ, ხუთ წუთში ათასი წლის გავხდები".



ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შანელი

მან ხომ თავის ოცნებას შეასხა ფრთები და მას მერე მომავალი თაობაც დააფრთიანა.88 წლის ასაკში, 1971 წლის 10 იანვარს , სასტუმრო რიცის ოთახში, პარიზში ლეგენდალური დიზაინერი და ფრანგული მოდის კანონმდებელი კოკო შანელი გარდაიცვალა. მისი შექმნილი ინდუსტრიის შემოსავლები წელიწადში უკვე 160 მილიონ დოლარს შეადგენდა. მის გარდერობში მხოლოდ 3 კარგი კოსტუმი იპოვეს, რაც კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს მის ორიგინალურობას. ამგვარად დაიწყო მეოცე საუკუნის მოდის შექმნა. შანელის სტილის დამკვიდრებას ემიგრანტებმაც მნიშვნელოვნად შეწყეს ხელი, რომელთაც ფრანგული მოდა მოძველებული ეჩვენებოდათ. შანელის სამოსი კი მალე მთელი პლანეტისათვის გასაგები და მისაღები გახდა. მოდის ექსპერტები დღემდე ერთსულოვნად ეთანხმებიან ცნობილ მოსაზრებას, რომ შანელის მოდა შეიძლება გადავიდეს მოდიდან, მაგრამ სტილი – არასოდეს.
კატეგორია: სელებრითები | დაამატა: ნიკა | ტეგები: ლეგენდა მოდის ინდუსტრიაში - კოკო შა
ნანახია: 1027 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]