მთავარი » ფაილები » სელებრითები

კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მცირე ინტერვიუ
2013-05-05, 7:43 PM
კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მცირე ინტერვიუ

სეზონის ტრიუმფატორი კეტრინ მაკნილი ამჯერად საიტ Models.com-ის ექსკლუზიურ
ფოტოსესიაში ვიხილეთ, რომელიც ფოტოგრაფმა კრისტიან მაკდონალდმა გადაიღო. კადრების
ძირითადი ნაწილი შავ-თეთრ ფერებშია გადაწყვეტილი, აქცენტი კი გაკეთებულია მოდელის 
ბუნებრივ სილამაზეზე. სულ ცოტა ხანში მაკნილი დაუბრუნდება ზემოთაღნიშნული 
ვებგვერდის რეიტინს, რომელშიც 2008 წელს მე-7 პოზიციას იკავებდა.

კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მცირე ინტერვიუ

- როგორი იყო ეს სეზონი შენთვის?

- ფანტასტიური, ძალიან სასიამოვნო გახლდათ მუშაობა იმ დიზაინერებთან, რომლებთანაც
წლები არ მითანამშრომლია.


- საკმაოდ გრძელვადიანი პაუზა გქონდა მოდის ინდუსტრიაში, საინტერესოა ამ ხნის
განმავლობაში რას საქმიანობდი?


- საცხოვრებლად ლონდონში გადავინაცვლე და ამ დროის განმავლობაში აბსოლიტურად
არაფერს ვაკეთებდი. ეს ძალიან მაგარი იყო.


კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მცირე ინტერვიუ

- რამ გაიძულა მოდის ინდუსტრიაში გაბრუნება?

- სიმართლე რომ გითხრად უბრალოდ მომწყინდა ერთფეროვნება და მომენატრა
ჩემი წარსული ცხოვრებისეული გზა.


- როგორი იყო შენთვის თავდაპირველი წარმატება, როგორც კი გამოჩნდი ასპარესზე
მომენტალურად დაიპყარი ინდუსტრია.


- მე ვფიქრობ, რომ იმ პერიოდში ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი 
ბოლომდე თუ რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ, თუმცა მიუხედავად ამისა მადლიერი ვარ იმ 
ხალხისა, რომლებიც წარმატების მიღწევაში დამეხმარნენ.


კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მცირე ინტერვიუ

- ამ განახლებული წარმატების შემდეგ როგორ გრძნობ თავს?

- მე უბრალოდ ბედნიერი ვარ, ამ ბრწყინვალე საზოგადოებასთან მუშაობა კვლავინდებურად
რომ შემიძლია.


- რა არის შენი ყველაზე დიდი სურვილი ამ ეტაპზე?

- ძალიან მინდა შევიძინო სახლი სანაპიროსთან.

- როგორ აბალანსებ შენს გადატვირთულ ყოველდღიურობას?

- ვცდილობ ჩემი სამსახური სახლის კარს მიღმა დავტოვო.

კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მცირე ინტერვიუ
კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მცირე ინტერვიუ
კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მცირე ინტერვიუ
კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მცირე ინტერვიუ
კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მცირე ინტერვიუ
კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მცირე ინტერვიუ
 

კატეგორია: სელებრითები | დაამატა: ნიკა | ტეგები: კეტრინ მაკნილის ახალი ფოტოსესია + მ
ნანახია: 670 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]