რეგისტრაცია | შესვლა
მთავარი » ფაილები » სასაცილო

ანეკდოტები
2013-05-11, 11:19 AM

– რად გინდათ კაბინეტში აკვარიუმი.
ჰკითხეს წარმატებულ ბიზნესმენს.
– მომენატრა არსება, რომელიც პირს იმიტომ არ აღებს, რომ ფული მთხოვოს


მიხო ქუჩაში მიდის და ცერა თითი უკანალში აქვს გარჭობილი. ჰკითხავენ, რატო გაქვს ეგრეო და მიხო უპასუხებს:

– კაი ხანია მიჭამია და მეშინია არ შემიხორცდეს.



სტადიონზე ტალღას გააკეთებენ და სვანი დაიხრჩობა.



ცოლმა ქმარს, საპარიკმახეროში თმის შესაჭრელად 100 ლარი მოსთხოვა.
– რა არის, ქალო, ნარკოზით იჭრი?




-ეჰ, ჩემი საცოდავი ქმარი ჩვენი შეუღლეებიდან ერთ კვირაში გარდაიცვალა.
-აცხონოს ღმერთმა, ბევრი არ უწვალია…



მამა არიგებს შვილს:
- კარგი კაცი რომ დადგე ყოველთვის უნდა იყო პუნქტუალური და ფრთხილი.
- მამა, რას ნიშნავს „პუნქტუალური"? – ჩაეკითხა ბავშვი.
- იმას, რომ რაცაც დაპირდები უნდა შეასრულო.
- სიფრთხილე რაღა შუაშია?
- არავის არაფერს, რომ არ შეპირდე.



ქალი ეუბნება კაცს:
– თქვენ მაგრად გევხართ ჩემს მესამე ქმარს!
– კი მაგრამ, სულ რამდენი ქმარი გყავდათ?
– ორი.



სამშობიაროს ექთანს სამი ტყუპი გამოჰყავს და მამას გადასცემს:
– ხომ კარგებია?
– კი! – ამბობს ნირწამხდარი მამა და ბავშვები მანქანისკენ მიჰყავს.
– მაგენს მანქანაში რომ ჩააწყობ, მობრუნდი, სამი კიდოა! – უყვირის ექთანი.








კატეგორია: სასაცილო | დაამატა: gio | ტეგები: ანეკდოტები
ნანახია: 859 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]