მთავარი » ფაილები » სტატუსები

აბორტის შემდეგ საეჭვოა, სინდისის ქენჯნა, მოგონებები და დანაშაულის შეგრძნება გაქრეს
2013-05-09, 11:48 PM
აბორტი თანამედროვეობის ყველაზე დიდი პრობლემაა. უსასრულოდ შეიძლება იმაზე კამათი, სწორად იქცევა (მოიქცა) თუ არა ქალი, რომელმაც აბორტი გაიკეთა.

მაგრამ გაკეთდა თუ გაკეთდება ის (სამწუხაროდ), ამით მოგიწევთ ცხოვრება და შემდეგში ცხოვრებისეული კომფორტისა და ბედნიერების ძებნაც.

მოდი, ვნახოთ, როგორ გავლენას ახდენს აბორტი ქალის ფსიქიკაზე.

ქალი - დედა - შეუძლებელია, ეს ორი სიტყვა ოდესმე ერთმანეთისგან დამოუკიდებლად აღვიქვათ. პრაქტიკულად, ყველა ქალი ადრე თუ გვიან დედა ხდება, მაგრამ აბორტის შემდეგ რთულია შექმნა ჰარმონიული ურთიერთობა, რადგან სინდისის ქენჯნა, მოგონებები და დანაშაულის შეგრძნება საეჭვოა, ოდესმე გაქრეს.

ამიტომაც, თუ ქალი გადაწყვეტს აბორტის გაკეთებას, წინასწარ უნდა განსაზღვროს, რა განცდები ელის მას ამის მერე.

რა არის პოსტაბორტული სინდრომი?

პოსტაბორტული სინდრომის განსაზღვრება არ არებობს. საკვირველია, მაგრამ დღემდე არ ითვლება ეს რეალურ ფსიქიატრიულ სინდრომად. თუმცა მისი აღწერა ასე შეიძლება: "პას" - ეს არის ერთად შერწყმული ფსიქოლოგიური ტრავმა და ავადმყოფობა, რომელიც შესაძლოა, გაჩნდეს აბორტის შემდეგ.

ამ პოსტაბორტული სინდრომის ტრაქტატის არაოფიციალურობის მიუხედავად, ეს ემართება ქალთა უმეტესობას. შესაძლოა, გაჩნდეს აბორტის გაკეთებისთანავე ან - დროთა განმავლობაში. შესაძლოა, გაიაროს ორ თვეში ან საერთოდაც არა.

აბორტი - ეს ძლიერი სტრესია, რომელიც ფსიქიკას გამოუსწორებელ დარტყმას აყენებს. რა თქმა უნდა, ეს სინდრომი არ ემართება ყველა ქალს, მაგრამ ერთმნიშვნელოვანია - რაღაც კვალს აბორტი ყველა ქალში ტოვებს.

1. სიცარიელე, დანაკარგი, გლოვა

ჩვეულებრივ, ეს შეგრძნებები ახლობლის დაკარგვისას ჩნდება ადამიანში. აბორტიც ხომ სიკვდილთან ასოცირდება... მეტიც, ეს სიკვდილი ჩვენ მიერ შეგნებული გადაწყვეტილებით არის გამოწვეული... და აქედან ჩვენ ლოგიკურად გადავდივართ მე-2, აბორტის ყველაზე აშკარად გამოხატულ ფსიქოლოგიურ შედეგზე.

2. დანაშაულის შეგრძნება

აბორტის შემდეგ ქალი საკუთარ თავთან მარტო რჩება. ამასთან, დანაშაულის შეგრძნება მას, მინიმუმ, ოთხმხრივი აქვს:

საზოგადოებრივი აზრი: საშინელი კადრები, სულისშემძვრელი სიტყვები, გაუთავებელი ვიდეორგოლები და სტატიები ინტერნეტში, ექიმებისა და უფროსების მხრიდან ამის გაუგებრობა.

თქვენ თავად: ჩვენ ხშირად ვგრძნობთ დანაშაულს, როცა არ შეგვწევს უნარი, ადეკვატურად ვუპასუხოთ სიტუაციას, რომელშიც ცხოვრება გვაყენებს. როგორც წესი, ქალს ესმის, რომ ყველა მის მიერ ჩამოთვლილ მიზეზს, რის გამოც მან გაჩენა ვერ გადაწყვიტა (გარდა სამედიცინო ჩვენებისა), უკეთესია დავარქვათ "თავის მართლება". მიზეზი კი თითქმის ერთია და ეს ყველასთვის ცნობილია.

არდაბადებული ბავშვი: ასეთ მდგომარეობაში მყოფიც კი, ქალი გრძნობს საკუთარ პასუხისმგებლობას მთელი სიტუაციის მიმართ.

3. პანიკა

რა იქნება შემდეგ? რა მემუქრება? კიდევ მეყოლება თუ არა შვილები? როგორ აეწყობა ამის მერე ჩემი ცხოვრება, ხომ არ დავისჯები ამ "დანაშაულის", "ცოდვის" ჩადენის გამო?

როგორც წესი, არავინ ატარებს ტესტს, შეიძლება თუ არა თქვენთვის აბორტის გაკეთება. ამიტომაც რა იქნება მერე, არავინ იცის.

რეალური შედეგი კი ასეთია - ცუდი ფიზიკური მდგომარეობა, სტრესი და სულიერი ტანჯვა. როგორ ვიცხოვროთ ამის მერე, როგორ ვებრძოლოთ ყოველივე ამას, როგორ მოვექცეთ საყვარელ მამაკაცს - ამ ყველაფერზე პასუხი აბორტს კოპლექსში არ მოჰყვება.

4. უძლურება

აბორტი გაკეთებულია და უკან ვეღარაფერს დააბრუნებ. ფიქრები "რა იქნებოდა, რომ ..." კიდევ დიდხანს არ მოგშორდებათ. არავინ გაფრთხილებთ წინასწარ, როგორ შეებრძოლოთ ამ ფიქრებსა და დეპრესიულ მდგომარეობას.

გვერდში მყოფმა მამაკაცმა ყოველთვის არ იცის, როგორ მოიქცეს ამ დროს. საზოგადოებრივი აზრი კი მხოლოდ იმას ღაღადებს, რომ ადრე უნდა გეფიქრა და რომ უკვე ყველაფერი გვიან არის.

5. ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიძულვილი პარტნიორის მიმართ

დაუგეგმავი ორსულობა - მხოლოდ ქალის ბრალი არ არის. იმისათვის, რომ თავიდან აიცილონ დანაშაულის შეგრძნების ნაწილი მაინც, ქალები ხშირად ყველაფერში მამაკაცს ადანაშაულებენ და ხშირად საპასუხო თავდასხმასაც იღებენ.

ბევრი წყვილი აბორტის შემდეგ იშლება.

ბევრ ქალს უჭირს აბორტის შემდეგ მამაკაცთან ფიზიკური სიახლოვის დაჭერა.

6. აგრესიულობა, მოუთმენლობა

ეს თვისებები შეიძლება გამოვლინდეს, როგორც აბორტის გაკეთებისთანავე, ადამიანების და საერთოდ, ცხოვრებისეული მოვლენების მიმართ, ასევე მისი გაკეთებიდან დიდი ხნის შემდეგაც.

როგორ რეაგირებს ორგანიზმი აბორტის შემდეგ ქალის ფსიქიკაზე?

ორსულობის ნაადრევი შეწყვეტა - არაბუნებრივი ოპერაციაა, რომელიც სხვადასხვა დაავადებას იწვევს. ფიზიოლოგია კი უდიდეს და, პრაქტიკულად, უკოტროლებელ გავლენას ახდენს ქალის ფსიქიკაზე.

ფიზიოლოგიური აღდგენა ერთი თვიდან ერთი წლამდე შეიძლება გაგრძელდეს. მთელი ამ ხნის განმავლობაში ქალის ორგანიზმი დასუსტებულია, არ შეუძლია ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება გაჩენილ დაავადებებზე. ამ ყველაფერმა შესაძლოა ქალი გახადოს შრომისუუნარო, გაურთულოს ურთიერთობა ოჯახის წევრებსა და მეგობრებთან.

საიდუმლო არ არის, რომ ჰორმონალური სისტემა - ქალის ფსიქიკის განმსაზღვრელია. ფეხმძიმობის საწყის ეტაპზე ის ისეა მოწყობილი, რომ ქალმა მშვიდად გადაიტანოს ცხრა თვე და გააჩინოს ბავშვი. თუმცა, როცა ფეხმძიმობა წყდება, ჰორმონალური სისტემა, ფაქტობრივად, სრულიად ირევა, რაც ქალს უნარს უკარგავს, აკონტროლოს საკუთარი ემოციები და ქმედებები.

ხასიათის გაუთავებელი ცვლა, დეპრესია, კონფლიქტები, უძილობა - ყველაფერი ეს აბორტის შედეგად მიღებული ფიზიოლოგიური ცვლილებების ასახვაა ფსიქიკაზე.

როგორ დავიბრუნოთ სულიერი კომფორტი?

დროს ვერ მოაბრუნებ და ამით ყველა შემთხვევაში მოგიწევთ ცხოვრება. პოსტაბორტული სინდრომი ვერ გადაილახება სამსახურით, ჰობით ან მეგობრებთან ერთად გართობით. მას არ კურნავს წამალი და არ ფერადდება მაღაზიების ვიტრინებით.

გამოუტყდე საკუთარ თავს დანაშაულში, აპატიო საკუთარ თავს - ერთადერთი საშუალებაა ცხოვრების ჩვეულ რიტმში ჩასაყენებლად.
კატეგორია: სტატუსები | დაამატა: ekoeko
ნანახია: 640 | რამოტვირთვები: 2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]