მთავარი » ფაილები » სტატუსები

შენი ბედნიერებაც საკმარისია ...(ჩანახატი)
2013-05-18, 3:21 PM
მცივა.

მერე რა რომ გარეთ ყველაფერი იწვის ... მე მაინც მცივა.
როცა ვგრძნობ რომ ჩვენ ... რომ შეგვეძლო ... რომ აღარ შეგვიძლია... რომ გაქრა ... რომ არც ყოფილა ... რომ იქნებოდა... რომ დაიწყებოდა... რომ გაგრძელდებოდა ...

მტკივა.
მერე რა რომ ამ ტკივილის მიზეზი არ არსებობს. შენც საკმარისად მეჩვენები ..
როცა შენს ღიმილს სხვა ისაკუთრებს, მე ისევ მტკივა .. და ისევ ...

შეცდომა.
დიდი შეცდომა.. უშენობის შეცდომა. მოდი წარსულს მოველაპარაკოთ, ან მომავალში ჩავაწყოთ საქმეები, იქნებ ამ ტკივილსაც ეშველოს ... თუმცა გვიანია.

შენ.
მხოლოდ შენ. შენ სიტყვები არ გჭირდება. შენ შენ ხარ. ჩემთვის უსასრულობა...

მე.
ეს მხოლოდ ობიექტია,რომელიც საოცარი ძალით არსებობს. ალბათ სჯობს ან საერთოდ მოკეტოს ან მიხვდეს რომ მხოლოდ ოცნებებით ცხოვრება ერთი დიდი სისულელეა... რომ თავადაც სულელია და რომ უშენოდ ...
უშენოდ ვიარსებებ.
ვთქვი რომ ,,ვიარსებებ" ...

დაე, გაიღიმო ... სხვას შეეხო სახეზე ... სხვა გიყვარდეს ... ოღონდ ვგრძნობდე რომ კარგად ხარ .
მერე რა რომ მტკივნეულია...
მე შენი ბედნიერებაც მეყოფა.
კატეგორია: სტატუსები | დაამატა: mari
ნანახია: 708 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]