მთავარი » ფაილები » სტატუსები

რა მოხდა, თუ ...
2013-05-18, 3:18 PM
თვითონაც არ ვიცი რა მინდა ... ყველაფერი შეიცვალა უარესობისკენ, ამას სჯობდა საერთოდ არ შეცვლილიყო ... ვგრძნობ,რომ ავირიე , ძალიან ცუდად ვარ.
ეს ცას გავს,რომელიც ვარსკვლავების გარეშე წამითაც ვერ ძლებს... მზეს,რომელსაც მუდამ უნდა პირველობა ... სიყვარულს,რომელიც ყველაზე დიდ სისულელეს ჩაადენინებს ადამიანს და ყველანაირი სიგიჟისკენ უბიძგებს ...
ვხედავ,როგორ ჩადის მზე ისე,რომ ერთი ბედნიერებაც არ მოაქვს ჩემთვის ... როგორ დგება, უიმედო ღამე. ისევ არ ჩანან ვარსკვლავები, ჩემთან ერთად თითქოს წარსულის აჩრდილებს ემალებიან ... სულიერად კი ...
რა მოხდა, თუ მექნება იმედი,რომ ისევ დავინახავ ვარსკვლავებს? გავიღიმებ რეალურად და აღარ მომიწევს თამაში?
რა მოხდა, თუ ისევ ბავშვობას ვითხოვ ...
დროს,რომელიც დრომ წამართვა.
მე უბრალოდ ...
მე უბრალოდ, არვიცი .
ისე როგორც მოცარტმა არ იცოდა მათემათიკა ...
სიყვარულმა-სიძულვილი.
სიკეთემ-სიბოროტე.
და მაინც ველი ...
დროს,რომელიც გაჩერდა.
კატეგორია: სტატუსები | დაამატა: mari
ნანახია: 600 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]