www.kenari.ucoz.com  წესები
1.00 აკრძალულია კომენტარი, რომელიც შეიცავს ლანძღვა-გინებას, უწმაწურ, უტაქტო, დამამცირებელ ან შეურაცხმყოფელ ტექსტს;
1.01 აკრძალულია კომენტარი, რომელიც შეიცავს დეზინფორმაციას, რასისტულ და პოლიტიკურ მოწოდებებს;
1.02 აკრძალულია ისეთი კომენტარის დამატება, რომელიც შეიცავს ნებისმიერი პროდუქციის ან მომსახურების რეკლამას ან სხვა საიტის მისამართს;
1.03 აკრძალულია კომენტარებში სპამის მასიური გავრცელება (არ ითვალისწინებს გაფრთხილებას);
1.04 აკრძალულია ისეთი კომენტარის დაწერა, რომელიც არ ეხება კონკრეტულ სიახლეს ან მის შიგთავს;
1.05 აკრძალულია ეგრეთწოდებული "ფლუდი" - ერთი და იგივე კომენტარის რამდენჯერმე ან რამდენიმე ადგილას დაწერა;
1.06 აკრძალულია ძალიან პატარა კომენტარის დატოვება (მაგალითად მხოლოდ ერთი სმაილი);
1.07 აკრძალულია კომენტარები: "ვიცოდი ეს", "უკვე იდო", "რამდენჯერ უნდა დადოთ", "ცოტა სურათებია", "აღწერა რატომ არ აქვს?" და ასე შემდეგ... (თუ თქვენ თვლით რომ სიახლე გამოქვეყნდა წესების დარღვევით, გთხოვთ ამის შესახებ შეატყობინოთ საიტის ადმინისტრაციას!);
1.08 აკრძალულია კომენტარი, რომელიც პასუხ სცემს წესების დარღვევით გაკეთებულ კომენტარს, ასეთ შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია დარღვევის შესახებ შეატყობინოს ადმინისტრაციას (თუ წესების დაცვის გარეშე გაკეთებული კომენტარი გეხებათ პირადად თქვენ და პასუხის გაცემას აუცილებლობად მიიჩნევთ, მიწერეთ მას პირადი მესიჯი და ნუ გასცემთ პასუხს კომენტარებში, რადგან თქვენი კომენტარები მაინც წაიშლება);

1.09 მომხმარებელს, რომელსაც აქვს საკუთარი კომენტარის შეცვლის უფლება, აკრძალული აქვს მნიშვნელოვნად შეცვალოს კომენტარის შინაარსი, ისე რომ ამან გამოიწვიოს რაიმე სახის დაბნეულობა (მას აქვს უფლება თავის კომენტარში შეასწოროს მხოლოდ გრამატიკული შეცდომები);
1.10 მომხმარებელს რომელსაც აქვს საკუთარი კომენტარის შეცვლის ან წაშლის უფლება, არ აქვს უფლება შეცვალოს ან წაშალოს კომენტარი ისე, რომ ამან გამოიწვიოს სხვისი კომენტარ(ებ)ის კონტექსტიდან ამოვარდნა. მაგალითად არ შეიძლება წაიშალოს კომენტარი, რომელსაც სხვა მომხმარებელმა გასცა პასუხი, მის შინაარსზე დაყრდნობით გააკეთა თავისი კომენტარი, გაუკეთა ციტირება ამ კომენტარს და ასე შემდეგ;

1.20 ზემოთ ხსენებული პუნქტები შეიძლება გახდეს გაფრთხილების, დროებით კომენტარის გაკეთების აკრძალვის ან ბანის მიზეზი;




ბანის დადების და მოხსნის წესები

3.00 წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება მომხმარებელს მიეცეს გაფრთხილება, ხოლო განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში გაუფრთხილებლად დაედება დროებითი ან სამუდამო ბანი, ასევე შესაძლოა მას შეეზღუდოს კომენტარების ან სიახლეების დამატების უფლება (ბანის მოსახსნელად მიმართეთ ადმინისტრაციას);
3.01 ბანის დადების უფლება აქვს მხოლოდ ადმინისტრატორს, ის ადგენს სასჯელის ზომას და ვადებს;
3.02 კენარ_ზე არცერთი წესის დარღვევა არ ითვალისწინებს სამუდამო ბანს (თუმცა, ადმინისტრაცია იტოვებს სამუდამო ბანის გამოყენების უფლებას, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში); 

ჯგუფი ადმინისტრატორი
  1. ადმინისტრატორთა ჯგუფი არის საიტის მთავარი მმართველი ჯგუფი, საიტის ყველა სხვა წევრი ვალდებულია დაემორჩილოს ადმინისტრატორის სამართლიან (წესების შესაბამის) მითითებებს, შესაბამისად იგი აღჭურვილია ყველა იმ უფლებებით და ბერკეტებით, რომელიც საჭიროა საიტზე წესრიგის დასამყარებლად და ამ გვერდზე განთავსებული წესების სისრულეში მოსაყვანად;
  2. ადმინისტრატორი ვალდებულია პასუხი გასცეს მომხმარებლის მიერ დასმულ კითხვებს და დაეხმაროს მათ სიახლის გამოქვეყნებაში;
როგორ გავხდე ადმინისტრაციის წევრი?
  1. თუ გსურთ ადმინისტრატორობა უნდა მიმართოთ საიტის დამფუძნებელს(nick ) და უთხრათ რომ გსურთ ადმინისტრატორობა 
  2.  დამინისტრატორი გახდებით იმ შემთხვევაში თუ თქვენ აქტიურად დადებთ საითზე სიახლეებს             
  3. ადმინისტრატორს ნიშნავს მხოლოდ საიტის დამფუძნებელი.
დამფუძნებლები
nick _ დამფუძნებელი

პასუხისმგებლობა

  1. საიტის უკლებლივ ყველა წევრი (მათ შორის ადმინისტრაციის წევრებიც) ვალდებულია დაიცვას ამ გვერდზე არსებული წესები;
  2. დმინისტრაციის მხრიდან ნებისმიერი დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საიტის დამფუძნებლებს