მთავარი » ფაილები » სელებრითები

ემინემი Facebook-ს სასამართლოში უჩივის
2013-05-21, 6:52 PM

საპროდიუსერო კომპანია Eight Mile Style, რომელიც ემინემის კომპოზიციების ოფიციალური მფლობელია, სოციალურ ქსელს სასამართლოში უჩივის. სარჩელში ნათქვამია, რომ სოციალური ქსელის ახალი დამატების, Facebook Home-ის სარეკლამო რგოლში ოდნავ შეცვლილი სახით სიმღერა Under the Influence ჟღერს. ეს მაშინ, როცა ემინემს ამის უფლება არ მიუცია. მეტიც, Eight Mile Style თვლის, რომ მარკ ცუკერბერგი დიდი ხანია, აუდიტორიის ყურადღების მიქცევას ცნობილი რეპერის სახელით ცდილობს. 

საპასუხო სარჩელის სახით, Facebook-მა და მისმა სარეკლამო სააგენტომ პლაგიატში დაადანაშაულა ემინემის თანაავტორი და მეგობარი Dr. Dre. სარჩელის თანახმად, მან შესაბამისი საპროდიუსერო კომპანიის თანხმობის გარეშე გამოიყენა მაიკლ ჯექსონის ერთ-ერთი სიმღერა. 

საპროდიუსერო ცენტრი Eight Mile Style ამ ბრალდებებს სასაცილოდ მიიჩნევს და ზიანის ასანაზღაურებლად ემინემისა და D12-ის სიმღერების გამოყენებისთვის 150 ათას დოლარს ითხოვს.

ახლა კი ნახეთ ვიდეო




კატეგორია: სელებრითები | დაამატა: ნიკა | ტეგები: ემინემი Facebook-ს სასამართლოში უჩი
ნანახია: 288 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]