მთავარი » ფაილები » სასაცილო

ჭიჭიკია და ბიჭიკია
2013-04-18, 4:23 PM
1) – ჭიჭიკია რაზე ოცნებობ?

– მონიკა ბელუჩის სიყვარულზე.

– მერე, მაგი ხომ უიღბლო და ცალმხრივი სიყვარული იქნება?

– არაფერია, გოუშვი, დეიტანჯოს.

2) იჭიკია ეუბნება ბიჭიკიას:

– გახსოვს, ბონდოიე რო ცხოვრობდა ციხის წინ?

– ჰო, მერე?

– ახლა თავის სახლის წინ ცხოვრობს...

3) ერთი ქუთაისელი ეუბნება უცოლო ქუთაისელს – ერთი გოგო უნდა გაგაცნო ბუჯო ნელი ქვია მაარა იმფერი ჩქარიაა...

სახლიდანა გასვლის წინ რომ დაუბარო დღეს ოჯახსი ქალიც შენ ხარ და კაციცოო, სახლში დაბრუნებისას

შეიძლება ბოვშვიც ქე დაგახვედროს ბუჯო...

4) ქუთისელმა ომის ვეტერანმა ბუფეტში ლუდი მოითხოვა.

-რაია ბუჯო, ე ამჟვებული პივა, ეგი მეკუთვნის ომის ვეტერან კაცს?!

-შემეგეშვათ აბა ბიძია გერმანელები და დაგალევინებდნენ ბავარიულ პივას.

5) – ნაზიკია, მაჩუქე შენი სურათი, რა იქნება! – ეხვეწება რეზიკია.

– რად გინდა, ბიჭო, ჩემი სურათი? – გაინაზა ქალი.

– შტეფსელთან მივაკრავ, ბაღნები დენთან რომ არ მივიდნენ.

6) ქუთაისის ბაზარში:

-ასატრინა გააქვთ?

-არა.

-ქაშაყი?

-არა.

-ლოქო?!

-არა.

-აბა, რა ჯანდაბა გაქვთ?!!

-არ გაგიგია, ოკეანეები რო მეიწამლა? მარტო ჭიჭყინა გვაქ.

-რავა, ჭიჭყინები პროტივოგაზებით დაცურავენ?!

7) - რაფერ ხარ ბიჭო ჭიჭიკია?

- რა ვიცი ბიჭო, ამ დადაგვაში რაფერ ვიქნები?! გუშინ თბილისში ვიყავი გასვენებაში და იმფერი სიცხე იყო, მიცვალებული შორტებით გამოასვენეს.

- და შენ რას შობი გოგია?

- რა ვიცი მე ქე ვარ გეგუთის ზონასავით და ქუთეისის თეატრივით

- რატო?

- არცერთს არ გვყავს მაყურებელი და...
კატეგორია: სასაცილო | დაამატა: mari
ნანახია: 948 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]