ახალბედა მონადირე ახლობლებს უყვებოდა დათვზე ნადირობის შესახებ:
– დავინახე დათვი, მოვუშვი ახლოს, თოფმა კი არ გაისროლა; გამომეკიდა, გავიქეცი, მაგრამ რას გაასწრებ, ავძვერი ხეზე; უცებ ფეხი დაუცურდა და დაიმტვრა … ჩამოვედი და სულ კონდახი ვურტყი თავში …
– ვაა, შენ რა მამაცი ყოფილხარ, შენს ადგილზე მე ჩავისვრიდი, წამოიძახა ერთ-ერთმა.
– აბა შენ რა გგონია რაზე დაცურდა?
გურულს დაეჯახა მანქანა. გადმოხტა მანქანიდან ახალგაზრდა ბიჭი და წაქცეულ გურულს ეხვეწება:
– ადექი რა ბიძია გეხვეწები რააა… ადექი ბიძია რააა, არ დამღუპო ბიძია გეხვეწები ადექი რააა…
გურული ახელს თვალს და პასუხობს:
– ვიდექი ბიძია მარა დამაყენე?!
კაცი ხვდება ღმერთს და სანამ გონზე მოვა,ღმერთი ეუბნება:
– მთხოვე რაც გინდა,ოღონდ შენი სიდედრი ორმაგს მიიღებს იცოდეო.
დაფიქრდა კაცი და უთხრა:
– კარგი,მაშინ მომეცი 1 მილიონი დოლარი და ისე მცემე,რომ ნახევრად მკვდარი ვიყო.
მიხო გადმოვა თვითმფრინავიდან და შარვალი ჩაძვრება, აიწევს და თან ჩაიბურდღუნებს:
– ხო შემჭამეს ამ სტიუარდესებმა ხან შეიკარით, ხან გაიხსენით ქამრებიო…
ორი ნარკომანი ცათამბჯენზე არიან და ლაპარაკობენ:
- აქიდან რომ გადავხტე მიწამდე რამდენი ხანი დამჭირდება?
- სამი დღე და ღამე.
- მერე მოვკვდები?
- აბა რა, სამი დღე-ღამე საჭმლის გარეშე ვერ გაძლებ!
ცხოველთა სამყაროში ვირი და ჟირაფი სასტიკად გაკიცხეს. უარესი, ციხეს ძლივს გადაურჩნენ. ვირს დააბრალეს ჯიბრიანი ხარო, ჟირაფს – ყველას მაღლიდან დაჰყურებო.
შეიცვალა მთავრობა: ვირს და ჟირაფს მადლობა გადაუხადეს, ერთს – პრინციპულობისთვის, მეორეს – შორს მჭვრეტელობისთვის.