მთავარი » ფაილები » სტატუსები

მენატრები, უსასრულოდ მენატრები
2013-05-17, 4:57 PM
მენატრები, უსასრულოდ მენატრები,
ტიალ ფიქრებს ვერაფერი მოერევა,
დაღამდება, ძველებურად მემალები,
თეთრი მთვარე მტირალ ტირიფს მოეხვევა.

შენზე ფიქრებს ბობოქარ ზღვას მოვუყვები,
მე კვლავ ისევ უშენობა მელოდება,
შავ მორევში შავი ფიქრით ჩავეშვები,
აღელდება ზღვა, საოცრად აღელდება.

გიხმობ, სად ხარი უკვე ძალზე გვიანია,
მე კი ისევ გელოდები, დავიღალე,
შენ მითხარი, დრო ყველაფრის მკურნალია,
რა ვქნა, თუ მეც ამ დიდ დროში დაგეკარგე.

ალბათ, მოხვალ, სიყვარულზე მომიყვები
და ჩემ გარდა რომ არავინ გყვარებია,
ოცნებებში შენი სახე დახატულა,
მონატრების სევდა ჩემზე ძლიერია


კატეგორია: სტატუსები | დაამატა: ნიკა | ტეგები: მენატრები, უსასრულოდ მენატრები
ნანახია: 1271 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]