მთავარი » ფაილები » სტატუსები

გულში კი სევდა საღამოვდება ♥(ჩანახატი)
2013-04-17, 9:14 PM
აი კიდევ რამოდენიმე დღე გავიდა შენზე ფიქრებში.ვერც კი წარმოიდგენ რა საშინელებაა როცა ყველაფერი შავ-თეთრი გეჩვენება,როცა სული გტკივა იმდენად გენატრება.თუმცა შენ ეს არ იცი,შენ ხომ ისე წახვედი რომ არაფერი გითქვამს,წახვედი და თან გაიყოლე ჩემი სული..ჩემი სხეული კი უსიცოცხლოა,ჩემი თვალები რომლებიც მუდამ ბრწყინავდნენ ახლა შენს ლანდებს დაეძებენ და უამრავ ცრემლს ღვრიან.შენმა წასვლამ სამყარო შეცვალა,ყველაფერი ნაცრისფერი გახადა..ახლა უკვე მზეც ვეგარ მათბობს რადგან მე დავკარგე ჩემი ცხოვრების მთავარი აზრი,სიყვარული,სიყვარული და შენ.შენ ვინც ასე მჭირდებოდი წახვედი და უკანმოუხედავად დამტოვე,დამტოვე და არც კი გიფიქრია ჩემს გრძნობებზე.რატომ?რატომ ფიქრობდი რომ შენს გარეშე უკეთ ვიქნებოდი.ახლა ხომ სრულიად მარტო ვარ,მარტო ჩემს ფიქრებთან და შენს აჩრდილებთან.ახლა ჩემი მეგზური მხოლოდ მთვარეა,მთვარე რომელიც ყველაზე ბედნიერ წუთებს მახსენებს,იმ წუთებს რომელსაც შენ მჩუქნიდი.არ ვიცი როგორ გავაგრძელებ ცხოვრებას,არ ვიცი რა მეშველება შენს გარეშე.შენ ყველაზე კარგად იცოდი რომ მე შენი დაკარგვისს ტკივილს ვერასოდეს გავუმკლავდებოდი,ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე,შენ ეს იცოდი მაგრამ წახვედი,იქნებ წახვედი იმიტომ,რომ იმედი გქონდა ყველაფერს შევეგუებოდი და ცხოვრებას უკეთესად გავაგრძელებდი,ან იქნებ...არ ვიცი ვფიქრობ და ვერ ვხდები რატომ მიმატოვე,რა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩვენ სიყვარულზე ძლიერი.შენ ყოველთვის თბილი და არაჩვეულებრივი იყავი.მე ხომ შენი სუნთქვა,შენი ღიმილი და შენი სითბო მაცოცხლებდა.ახლა კი გაყინული ვარ,ვერაფერს ვგრძნობ ტკივილის გარდა.ჩემს ტუჩებს დაავიწყდათ ღიმილი მაგრამ ისინი ვერასოდეს დაივიწყებენ შენი ტუჩების გემოს,შენს შეხებას და ალერსიან კოცნას.გეძებ,გეძებ და არ ვიცი სად გიპოვო,ვფფიქრობ და ვერაფრით ვხვდები სად ან რატომ წახვედი,რატომ დამტოვე მარტო.დავდივარ შენიღბული და ვამბობ რომ ბედნიერი ვარ თუმცა ამ სიტყვების უკან აუტანელი ტკივილი იმალება.ყველას ძლიერი ვგონივარ მაგრამ შინაგანად სუსტი და დაუცველი ვარ.ეს კი მხოლოდ შენ იცოდი,იცოდი და არვის უმხელდი ამას.მექცეოდი ისე როგორც პატარა გოგოს რომელსაც სიყვარული და მზრუნველობა სჭირდებოდა.ვერც კი წარმოიდგენ როგორ მაკლიხარ,როგორ მინდა ისევ ვიგძნო შენი ჩახუტება,გავიგონო შენი ხმა,ხმა რომელიც მუდამ ჩამესმის და ყველგან თან დამდევს.ნუთუ ოდნავ მაინც არ გენატრები,ნუთუ არ შეგეძLო უბრალოდ დაგერეკა.ალბათ არა..მაგრამ მე არ ვბრაზობ შენზე,შენ ხომ მთვარეს ატან შენ სიყვარულს,მთვარეს რომელიც ყოველთვის სიმართლეს მეუბნება.გახსოვს ის ადგილი სადაც ლამაზ ყვავილებს კრეფდი ჩემთVის?იქ უკვე აგარაფერია,ყველაფერი მოკვდა უშენოდ.გაიგე რომ შენ მარტო მე კი არა მთელ სამყაროს ჩIრდები..ჩემი ფერადი და მხიარული ნახატებიც კი სევდიანი და უფერული გახდა.შენს მოლოდინში გადის წლები და ეს წლები თანდათან მასუსტებს, მკლავს.ყველაფერს გავაკეთებდი ოგონდ შენსკენ მიმავალი გზა მეპოვნა.ვიცი გჭირდები, ვიცი შენც ვერ ძლებ უჩემოდ.იქნებ უბრალოდ არ შეგიძლია მოსვლა,იქნებ შენც გტაბჯავს ტკივილი.ჩვენი სიყვარული საუკუნო იყო,ამ სიყვარულის დავიწყება სიკვდილის შემდეგაც კი შეუძლებელია.ეს იყო რაღაც არაამქვეყნიური,რაღაც ზღაპრული.შენ ხომ მეუბნებოდი რომ ზღაპრებს ყოველთვის კეთილი და ბედნიერი დასარული აქვთო.მაშინ რატომ დასრულდა ჩვენი ზღაპარი ასე,ასე მტკივნეულად.რატომ დაიმსხვრა ყველაფერი,ყველაფერი რაც კი მიყვარდა.შენ ხომ ჩემი ცხოვრების აზრი და ერთადერთი ნათელი წერტილი იყავი,შენ იყავი ჩემი შთაგონება,ჩემი მზე რომელიც მათბობდა.გახსოვს ერთხელ რომ წავიქეცი და ფეხი მომტყდა.მახსოვს შენი სახე,მახსოვს როგორ შეგეშინდა,მე კი მიწაზე ვიწექი და ვტიროდი,ბავშვივით ვტიროდი.ღამე იყო,ზუსტად ისეთIვე ღამე როგორიც ახლა,გახსოვს ხელში აყვანილი რომ გამატარე ნახევარი ქალაქი?ახლა მივუყვები იმ ქუჩებს ვიხსენებ ყველაფერსდა თვალებიდან თავისით მოდიან ცრემლები.ისეთივე ლამაზი და თეთრი ღამეა როგორიც მაშინ,მაგრამ ამ ღამეს შენ აკლიხარ.სწორედ ამ ქუჩაზე ვიდექი მაშინ როცა პირველად დავინახე შენი სახე.შენი დანახვისთანავე ჩემი გაყინული სხეული რაგაცამ გაათბო,მაშინ ვერ ვხდებოდი რა მჩირდა მაგრამ ახლა კარგად ვიცი რომ შენ მე სხვანაირი გამხადე,შენ მაჩუქე ის რაც არავის გაუმეტებია ჩემთვის,შენ მე შენი გული და წრფელი სიყვარული მაჩუქე,შენ მე ნამდვილი სიყვარული მასწავლე.მჭირდები,მენატრები,ტკივილამდე მენატრები და მაკლიხარ,მაკლიხარ ისე როგორც არავინ არასდროს.მაკლიხარ ცამდე და ღმერთამდე მჭირდები.მე მჯერა, მჯერა რომ ყოველთვის ერთად ვიქნებით.არასოდეს დასრულდება ჩვენი ლამაზი ზღაპარი.სულერთია სად ვიქნებით,ერთად თუ ცალცალკე,მთავარი ისაა რომ ჩვენ ერთმანეთI გვეყოლება,ჩვენთან იქნება მთვარე რომელიც ყველაფერს გაგვახსენებს და ისევ გვაჩუქებს ერთმანეთის გაგზავნილ სიყვარულს.ვიცი გჩირდები,ვიცი გენატრები და გპირდები რომ გიპოვი,გიპოვი და ისევ ძველებურად შემოგხედავ,შემოგხედავ ბავშვური თვალებით,გაგიღიმებ ისე როგორც პირველად, ვიცეკვებთ მთვარის შუქზე მხოლოდ ჩვენ ორნი,ისევ ამ გზაზე,ისევ მხოლოდ ჩვენ,ჩვენ და მთვარე,რომელსაც ისევ შერცხვება ჩვენი კოცნის ყურება და ღრუბლებს მიეფარება.ახლა უამრავი ხალხი ირევა ქუჩაში,ხმაურია,მე კი ვერავის ვხედავ,არაფერი მესმის,მხოლოდ ნაცნობ ბილიკს მივუყვები.შენი ლანდები კი მარტო არ მტოვებენ.ვდGავარ შუა გზაზე ვუყურებ მთვარეს და მახსენდება შენი სახე,სახე რომელიც მე ოდესგაც დავხატე,დავხატე და მოგიძღვენი შენ.გახსოვს გითხარი დაგხატე რადგან მინდა სულ ჩემთან იყო და გიყუროთქო,შენ გაგეღიმა და მიტხარი:"დაგელოდები ,კიდევ 2წელი და სამუდამოდ ერთად ვიქნებითო".ამბავი რომელიც ულამაზესი ქორწილით და უდიდესი ბედნიერებით უნდა დასრულებულიყო,მონატრებაზე უფრო ძლიერი ტანჯვით დასრულდა.სწორედ იმ ღამეს,იმ წამს როცა მთვარეს ვუცქერდი რაღაც ჩამწყდა გულში,შემდეგ ტელეფონის ხმა გაისმა,ავიღე და გავიგე ის რაც ჯობდა საერთოდ არ გამეგო..შენ მე ვეგარ გნახავდი,შენ წახვედი იქ საიდანაც არავინ ბრუნდება,წახვედი და სამუდამოდ მარტო დამტოვე.შენ ჩემი პატარა ცხოვრების აუხდენელ ოცნებად დარჩი,ახლა იმაზე მეტად მენატრები ვიდრე მაშინ,ახლა იმის იმედიც აგარ მაქვს რომ ოდესმე კიდევ ვნახავ შენ თვალებს,ვიგრძნობ შენ შეხებას.ვუყურებ ეკელიაში ანთებულ სანთელს რმელიც თანდათან დნება,დნება და მეც მასთან ერთად ვდნები,ვდგავარ და მე და სანთელი ერთად ვლოცულობთ შენზე.ვგრძნობ რომ ჩემი სიცოცხლეც დამთავრდა.ნელ-ნელა ვეცემოდი და ყველაფერი აზრს კარგავდა.მხოლოდ შენ გხედავდი.შენი ლანდი რეალური გახდა,ნაზად მაკოცა.მესმოდა ლამაზი მუსიკის ხმა,და ჩვენ ვცეკვავდით მთვარის შUქზე,ვცეკვავდით და ყველა და ყველაფერი ქრებოდა,ვგრძნობდით ერთმანეთIს სუნთქვას,ვგრძნობდი შენს შეხებას მოფერებას.მე მოვხვდი სხვა სამყაროში იქ საიდანაც ვეგარ დავბრუნდებოდი და სადაც სამუდამოდ ერთად ვიქნებოდით.ჩემი თითები ისევ გალურჯდა,მაგრამ არა სიცივისგან,ჩემი სხეული კვდებოდა.შენ მომეფერე და ისევ ძველებურად მამშვიდებდი.ბედნიერი ვიყავი რომ ახლა სამუდამოდ ერთად ვიქნებოდიტ.დავყურებდი ჩემ სხეულს რომელიც გაუნძრევლად ეგდო მიწაზე და არც კი მენანებოდა დაკარგული სიცოცხლე,მას სიცოცხლე არ ერქვა მის გარეშე,ახლა კი ის ჩემთანაა,ის ისევ მკოცნის,მე ისევ ვხატავ მას,ვხატავ მის სახეს მთვარის შუქზე,მე ის ვიპოვე,მე ისევ ბედნიერი ვარ.კიდევ გადავხედე ჩემ სხეულს და დავინახე ბოლო ცრემლი,ცრემლი მაგრამ არა ტანჯვის,ეს ბედნიერების ცემლი იყო.ჩემი ტუჩები კი ძველებურად იღიმებოდნენ,იღიმებოდნენ ისე როგორც პირველად,მაშინ როდესაც ის დავინახე.ახლა ჩემი სხეული გაყინული იყო გული კი თბილი.ჩემი გული ისევ გაათბო სიყვარულმა.სიყვრულმა რომელსაც მხოლოდ ის მანიჭებდა და მომანიჭებს მუდამ.ბედნიერი ვიყავი რომ მასთან ერთად მივდიოდი სხვაგან.სხვა გარემოში,იქ სადაც მხოლოდ სიკეთე და სიყვარულია,იქ სადაც არასოდეს დაიტანჯები,იქ სადაც არ მოგიწევს იარო შენიღბულმა,იქ სადაც ოცნებები სრულდება,ზღაპრები კი ნამდვილ ამბებად იქცევა.იქ სადაც მარადისობა და მარადიული სიყვარულია,იქ სადაც ღიმილი ცვლის ცრემლს.მე ამ ყველაფერს ვხედავდი და ვგრძნობდი,ის კი მიღიმოდა,თვალებში მიყურებდა და მეუბნებოდა:"საუკუნოდ მეყვარები,ისე როგორც მიყვარდი ჩვენი ტრფობის დასაბამიდან"...♥
კატეგორია: სტატუსები | დაამატა: mari
ნანახია: 761 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]