მთავარი » ფაილები » სტატუსები

ჩანახატი ''ვერ ძლებს ოცნება, აუსრულებლად....''
2013-04-17, 12:03 PM
მოსაყოლი ბევრი არც არაფერია
იყო და არა იყო რა ღვთის უკეთესი რა იქნებოდა.
ერთ თბილისურ ოჯახში ცხოვრობდა გოგო ანუკი, რომელმაც კარგად იცოდა გერმანული ენა და რომელმაც მოიგო ექვსთვიანი სტიპენდია....
ძალიან უხაროდა ანუკის რომ ბერლინს ნახავდა. ჩაალაგა იასამნისფერი სამგზავრო ჩანთა და თბილისი-სტამბული-ბერლინის რეისზე ისე ავიდა ერთი წუთითაც არ უნერვიულია...
როცა თბილისში წვიმს ჩვენი ქალაქი, ძაძით მოსილ ნამტირალებ ქალს ემსგავსება... აი ბერლინში კი წვიმა უფრო ინტიმურია, ქალაქი კი მელანქოლიური... მოსწონდა ანუკის ბერლინის წვიმიანი დღეები და ამიტომ კიარას (გოგო ვის ოჯახშიც ცხოვრობდა ) ლიცეუმის შემდეგ ბარში ყავის დალევა შესთავაზა....

ბერლინური ბარები თბილისურისაგან იმით განსხვავდება რომ პრინციპი "გოგო რომ პირში სიგარეტს ჩაიდებს ის სხვა რამესაც იზამს" მათთვის უცნობია ასე რომ, მოწიე რამდენიც გინდა თუკი რა თქმა უნდა სანთებელა არ დაგრჩა სახლში.
მე კი რის თბილისელი გოგო ვიქნებოდი საკუთარი სანთებელა რომ მქონოდა ამიტომაც თვალებით ბარში სხვა მწეველებს დავუწყე ძებნდა....
ვიპოვნე კიდეც...
ახლა რომ ვუფიქრდები ძალიან არარეალურად ჟღერს. როგორ უნდა იპოვოს ორმა ქართველმა სამმილიონიან ბერლინში ერთმანეთი?!
ჩვენ ალბათ გაგვიმართლა...... უფრო სწორად კი მაშინ მეგონა რომ გაგვიმართლა.

რაღაცნაირი თვალები ქონდა... თითქოს უკვე იცოდა მომავალში რაც ელოდა და სიამოვნებისაგან ეღიმებოდა (ამას მერე მივხვდი)
-haben sie feuerzeug?(სანთებელა ხომ არ გაქვთ)-ვკითხე უცნობს და მის შავ მაისურს დავაკვირდი რომელზეც ჩე გევარა ეხატა.
-ja, bitte...- მითხარა მან და მომიკიდა.
-Danke (მადლობა)- ვთქვი მე და უცნობს გავშორდი.

დაახლოებით ორი საათი ვიჯექით მე და კიარა ბარში და როგორც გოგოებს გვახასიათებს, ათას სისულელეზე ვბაასობდით. ვამბობდით რომ ერთი თვე მალე გავიდა. რომ შემიძლია პროგრამა გავაგრძელო და მათთან მთელი წლით დავრჩე, რომ ზაფხულში დიდი სიამოვნებით ჩამოვა საქათველოში.

ანუკიმ ფანჯრიდან გაიხედა და ქართულად თავისთვის ჩაილაპარაკა "რა წავა ამ წვიმაში სახლში". "გინდა გაგაცლო?" მოესმა გვერძე მაგიდიდან მშობლიური და ძალიან თბილი ხმა. ალბათ ბევრი ნორმალური ადამიანი ამ შემოთავაზებას იუარებდა მაგრამ, ანუკი მაშინ ჩვიდმეტი წლის იყო! აბა სად გინახავთ ჩვიდმეტი წლის ნორმალური?????

ანუკიმ და კიარამაც გაიგეს, რომ ჩე ჯავახიშვილში იურიდიულზე სწავლობდა და მაგისტრატურის პირველ კურსს ბერლინის ფრაი-უნიში გადიოდა. ისიც გაიგეს რომ ჩე, მათი ლიცეუმიდან სულ რაღაც ორას მეტრში ცხოვრობდა, მარტო...
-ნამდვილი ჯენტლმენია!-უთხრა ძილის წინ კიარამ ანუკის...
-რატომ?-იკითხა თბილისელმა გოგომ.
--იმიტომ რომ მოგვაცილა!=
-მაშინ ყველა თბილისელი ბიჭი ჯენტლმენია!
თავიდანვე იცოდა ანუკამ რომ ჩე, დანარჩენ თბილისელ ბიჭებს არ გავდა უბრალოდ ამის აღიარება არც საკუთარ თავთან უნდოდა და არც კიარასთან....

ანუკის ზუსტად ოცი წამი დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად! გაცნობიდან ზუსტად ერთ თვეში გეგასთან მიათრია ჯერ სკოლის ჩანთა, შემდეგ კი იასამნისფერი ჩემოდანი. კიარას მშობლები და თვითონ კიარაც ამ ამბავს "თანამედროვე" თვალით უყურებდნენ! და მართლაც.... ბერლინში ყველაფერს "თანამდეროვე" თვალით უყურებენ!!!! ეს ჩვენს ქალაქშია "პრობლემა" როცა ორი ახალგაზრდა ერთად იწყებს ცხოვრებას......
ალბათ ახლა იფიქრეთ რომ ბოზ*ბაა როცა ერთი თვის გაცნობილ ადამიანს ერთად ცხოვრებაზე თანხმდები!!!!!
მართლებიც ხართ! ეს ბოზ*ობაა..... უბრალოდ მაშინ არაფერი მაინტერესებდა....

"ანუკ!" დაიყვირე ერთხელ როცა უნივერსიტეტიდან მოხვედი "ნახე რა ვიპოვე!!!!" თქვი გახარებულმა და ქურთუკის ჯიბიდან გაზეთში გახვეული წიგნი ამოიღე. "ჰარუკი მურაკამი ნადირობა ცხვრებზე"- ეწერა წიგნს ქართულად და ჩვენ ორივემ სიცილი დავიწყეთ..... შენ გიხაროდა რომ ამხელა ბერლინში იაპონელი მწერლის ქართულად ნათარგმნი წიგნი იპოვნე.... მე კი, ის მიხაროდა რომ შენ გიხაროდა....

დრო ყველგან სწრაფად გადის და რა გასაკვირია რომ ჩემს პირად სამოთხეშიც ასე მოხდა. "დედაჩემმა დარეკა და რომ ჩავალ დამხვდებიან!" ვუთხარი ჩეს და ცრემლები ძლივს შევიკავე.
"ჰო კარგი." იყო პასუხი. ალბათ იფიქრეთ ეს სიტყვები ზედმეტად მშრალი და უემოციოაო მაგრამ დამერწმუნეთ მისი ოდნავ ჩახლეჩილი მამაკაცური ბარიტონით ნათქვამი ყოველი ფრაზა ძალიან.... ძალიან.... თბილია!!!

"მე, სამ თვეში მოვრჩები და ჩამოვალ" უთხრა ატირებულ ანუკის მაღალმა და ძლიერმა რევოლუციონერმა, რომელიც მართლა ჩავიდა თბილისში სწავლის დამთავრებისთანავე. ჯერ მგონი სახლში მივიდა, მერე ძმაკაცებს გაუარა და თითქმის გატეხილი გიტარით მიჯნურის სახლს მიადგა.
"ვერ ძლებს ოცნება, აუსრულებლად" მთელს ბარნოვს ესმოდა "ოთხი თბილისელი რაინდის", სიმთვრალის გაომ უნიჭოდ, შესრულებული სერენადა....

"მამაშენს უნდა დაველაპარაკო" დაუჩურჩულა ყურში ჩემ ანუკის..."არა, ეხლა არა...მთვარლი ხარ!-ეხვეწებოდა უკვე თბილისურ მენტალიტეტზე გადაწყობილი ანუკი!

ერთი- ორი კვირის შემდეგ.....

-შენ მგონი საერთოდ არ გინდა გათხოვება!- თქვა დიდმა რევოლუციონერმა და კოკა-კოლა მოსვა.
-მე, მინდა რომ ერთად ვიყოთ მაგრამ ჯერ ჩვიდმეტი წლის ვარ!- უთხრა ანუკამ ჩეს და ელვისის ფანჯრიდან ორმოცდამეთერთმეტე სკოლას გახედა.
-ვიცი რომ ჩვიდმეტი წლის ბავშვი ხარ თორემ ელვისში არ მთხოვდი შეხვედრას!- ჩაიცინა ჩემ...
-ბერლინში ბავშვი არ ვიყავი?- ვკითხე გაბრაზებულმა და ტუჩები მოვკუმე....
-ღამღამობით არა!-თქვა გარყვნილმა რევოლუციონერმა....

ანუკის და ჩეს მთელი დიალოგის აღწერას აზრი არ აქვს! მთავარი ალბათ ის არის რომ ჩეს უნდოდა ანუკა ცოლად მოეყვანდა და დედამისი და მამამისი გაეცნო.... ანუკის კი, ეშინოდა! (დებილი იყო ანუკი მაშინ და..... დებილია ანუკი ახლაც.....)

-მე და შენ სხვადასხვა პოლუსებზე ვართ!- უთხრა ბნელ სადარბაზოში ჩემ ანუკის და შუბლზე აკოცა.....

ცოტა ხნის შემდეგ ანუკიმ გაიგი რომ ჩემ, ბერლინში დაბრუნება გადაიფიქრა და ცოლი მოიყვანა

კიდევ ცოტა ხნის შემდეგ კი,დაინახა როგორ მოსეირნობდა დიდი რევოლუციონერი და მისი გაბერილი ცოლი

ჭავჭავაძეზე, ვაკის პარკის წინ.........

მაპატიე დიდო რევოლუციონერო რომ ის არ აღმოვჩნდი ვინც გეგონე....
თავს გაუფრთხილდი და არ იდარდო!...... შენს ადგილას მეც სხვას ავირჩევდი... smilephoto colection
კატეგორია: სტატუსები | დაამატა: mari
ნანახია: 598 | რამოტვირთვები: 0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]